Sunday, September 11, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგის პირველი დღე:
ტრენინგის ,,პროექტებით სწავლება" პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. თავდაპირველად შედგა ტრენერის და მასწავლებლების გაცნობა,შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო გეგმა თუ რას გავეცნობოდით პირველ დღეს,აგვიხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტრენინგს ჩვენთვის.გავეცანით ტრენინგის მოდულებს და აქტივობებს,გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს ,,ვიუვერი"ს.ვნახეთ ვიდეო ინტელის სწავლებასთან დაკავშირებით,ასევე განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები და მოგვეცა დავალებად სახლში მოვიფიქროთ საპროექტო იდეა.


ტრენინგის მეორე დღე:
ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ პირველ დღეს გავლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ სახელმძღვანელოში წინასწარი დაგეგმვის საფეხურები.გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები.ჩვენს საქაღალდეში შევინაზეთ ფაილი.განვიხილეთ საიტი ncp.ge,საიდანაც ამოვიწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები.ვიმსჯელეთ თუ როგორია ბუნდოვანი და სპეციალური მიზნები და შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მიზნები.დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
ტრენინგის მესამე დღე:
ტრენინგზე გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა,ვიმსჯელეთ პროექტებით სწავლების უპირატესობაზე,განვიხილეთ სხვადასხვა ხასიათის კითხვები,კერძოდ,ზოგადი,თემატური და შინაარსობრივიკითხვები.ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალებად,მოვამზადოთ 10 კითხვიანი ტესტი-წინარე ცოდნის დასადგენი,ჩვენი პროექტის თემიდან გამომდინარე,მადლობა ტრენერს.




ტრენინგის მე-4 დღე:
     დღე იყო საკმაოდ დატვირთული, გავიხსენეთ წინა დღე, ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, თითოეულ სტრატეგიაში ამოვირჩიეთ პროექტისათვის საჭირო მეთოდი და ინსტრუმენტი, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო , განვიხილეთ 3 ტიპის შეფასების ფორმები: ჩეკლისტი, უკუკავშირის ფორმა და რუბრიკა. მივიღეთ დავალება შვარჩიოთ პროექტისათვის შეფასების ფორმა და მოვაზდინოთ ადაპტირება.

No comments:

Post a Comment