Friday, October 7, 2016

მეცხრე დღე

      ამ ტრენინგმა საკმაოდ ბევრი რამ მასწავლა.ვისწავლეთ დრაივში მუშაობა,შევქმენით პროექტი, გავაკეთეთ შაბლონი, სადაც ყველაფერი კომპაქტურად არის ჩამოყალიბებული თანმიმდევრობით, ერთმანეთისგან გამომდინარე.
      პროექტი კეთდება თემატური ბუდეების ბოლოს. შემდეგ ესგ-ის მიხედვით სტანდარტები და ინდიკატორები.გავწერეთ მიზნები და აქტივობები შაბლონის მიხედვით. სიახლე იყო: 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები,ონლაინ ტესტების შექმნა, შეფასების 5 სტრატეგია, მიმართულების მიმცემი კითხვები.

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე.

       გავიხსენეთ წინა დღე, მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა, დავასრულეთ,შევავსეთ ყველა გამოტოვილი პუნქტი, პორტფოლიოს საქაღალდე გავაზიარეთ და მივაბით ჩვენს ბლოგს, დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი, საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება.

Saturday, October 1, 2016

                                    მეშვიდე დღე:
გავიხსენეთ წინა დღე.განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.განვიხილეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.დავხვეწეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები,მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდან.გავწერეთ აქტივობები გეგმაში.