Sunday, September 11, 2016

პირველი დღე

ტრენინგის ,,პროექტებით სწავლება" პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა. თავდაპირველად შედგა ტრენერის და მასწავლებლების გაცნობა,შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო გეგმა თუ რას გავეცნობოდით პირველ დღეს,აგვიხსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ტრენინგს ჩვენთვის.გავეცანით ტრენინგის მოდულებს და აქტივობებს,გავეცანით ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს ,,ვიუვერი"ს.ვნახეთ ვიდეო ინტელის სწავლებასთან დაკავშირებით,ასევე განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები და მოგვეცა დავალებად სახლში მოვიფიქროთ საპროექტო იდეა.







ტრენინგის მე-4 დღე:
     დღე იყო საკმაოდ დატვირთული, გავიხსენეთ წინა დღე, ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია, თითოეულ სტრატეგიაში ამოვირჩიეთ პროექტისათვის საჭირო მეთოდი და ინსტრუმენტი, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო , განვიხილეთ 3 ტიპის შეფასების ფორმები: ჩეკლისტი, უკუკავშირის ფორმა და რუბრიკა. მივიღეთ დავალება შვარჩიოთ პროექტისათვის შეფასების ფორმა და მოვაზდინოთ ადაპტირება.

No comments:

Post a Comment